კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ,,30 აგვისტოს" კოალიციამ ,,არჩევნების თავისუფლებისათვის” შეხვედრა გამართა, სადაც კამპანიის ,,ეს შენ გეხებას” მიერ წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის შემუშავებული ქცევის წესები გააცნო საზოგადოებას.
პრეზენტატორების განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ამგვარი კონფერენციების ჩატარება არჩევნების პროცესების მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვას უწყობს ხელს.
კოალიციის წევრის ირაკლი მელაშვილის თქმით კამპანიის ფარგლებში უკვე მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით რეგიონულ ცენტრებში ტარდება. ორგანიზატორები ხვდებიან ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და პარტიების წარმომადგენლებს: „ვაცნობთ „ეს შენ გეხებას" მთავარ მიზნებს, ამოცანებს, რას ვაკეთებთ, რა პრობლემები დგას და გარდა ამისა, ვიღებთ ინფორმაციას პირველწყაროდან, თუ რა ვითარებაა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში", – აცხადებს მელაშვილი.